|
2016-05-06 14:48:16, 923 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ ახალგაზრდებში სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე ერთობლივად იზრუნებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს. მემორანდუმი ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა. მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)