20:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:12:45, 891 ნახვა

სამხედრო
აშშ-ში „ძლიერთა თამაშების“ მონაწილეთა მისალმების ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2016) მონაწილეთა მისალმების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე სხვა მონაწილეებთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი წარადგინეს, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდის კაპიტანმა მაიორმა ბესარიონ ღუდუშაურმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან, თომას ლაკროსმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics