|
2016-04-28 19:08:27, 890 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ლეონიდას კალნინშს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საქართველოსა და ლატვიის ეროვნული გვარდიების თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვარშავის სამიტსა დასაქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხებზეც იმსჯელეს. გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბრიგადის გენერალი ლეონიდას კალნინში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)