|
2016-04-28 19:01:01, 831 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი სოციალური მედიის ექსპერტები ესტუმრნენ
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი სოციალური მედიის ექსპერტები ესტუმრნენ. ექსპერტებმა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათგან რეკომენდაციები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებიან. გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით საჯარო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე - „ციფრული დიპლომატია“. სემინარის ძირითადი თემები სოციალური მედიის მართვა, სოციალური ქსელების მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის გზები და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)