|
2016-04-28 15:25:46, 883 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსების გამოშვება დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტთა შუალედური და სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსები დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე დაესწრო და კურსდამთავრებულებს წვრთნების დასრულება მიულოცა. უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები. ოცეულის სერჟანტთა შუალედური კურსი 45-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. სწავლება 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსი კი, 85-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 12-კვირიანი პროგრამის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე და სამწყობრო მომზადება, თავდაცვის, თავდასხმისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. კურსი მეთაურობის, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშებისა და საპატრულო ოპერაციების შესრულებასაც მოიცავდა. საზეიმო ცერემონიალი სერტიფიკატების გადაცემით გაგრძელდა. შემდეგ კი, კურსდამთავრებულები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დალოცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)