|
2016-04-27 13:05:24, 818 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართა
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლებს - ანელი კიმბერის და ჯანის რანგულის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრუქტურული სამსახურების მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრეს, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მექანიზმები, ჰიბრიდული საფრთხეები და შესაძლო საპასუხო აქტივობები. დაიგეგმა კონკრეტული პროექტების შემუშავება და განხილვა, რაც ევროკავშირის მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას უნდა ემსახურებოდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის სამინიტროს მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპის კვირეულში, რომელიც საქართვლოში 8-24 მაისს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)