|
2016-04-23 15:59:07, 1033 ნახვა
სამხედრო
IV მექანიზირებულ ბრიგადას 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელს ატარებს, რომელიც, სწორედ, IV მექანიზირებულ ბრიგადაში მსახურობდა. ვაზიანში მოსწავლეების სტუმრობა ვახტანგ გზირიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა. ბრიგადის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სამხედრო საკითხებზე გაესაუბრნენ. ღონისძიება პროექტის - „ერთი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ფარგლებში განხორციელდა. ვახტანგ გზირიშვილი ცხინვალის რეგიონში იბრძოდა, იგი 8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. დღეს, 23 აპრილს ვახტანგს 28 წელი შეუსრულდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)