|
2016-04-22 16:16:05, 890 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ირლანდიურ ბრიგადას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადა მოინახულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ანა დოლიძეს ირლანდიური ბრიგადის პოლიტიკისა და მემკვიდრეობის საკითხების მრჩეველმა ჯონ მაკკალომ უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, ჯონ მაკკალო აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთის მრჩევლად მსახურობდა. ბრიგადის ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიგადის ისტორია, გამოწვევები, მიზნები და პროგრამები გააცნო. ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადას ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე „ინფორმაციის მოძიების“ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)