თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საფრანგეთის ახალ ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან და ატაშესთან ეკონომიკურ საკითხებში, ლუი ტულორჟთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

" />
13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 19:20:14, 563 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საფრანგეთის ახალ ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან და ატაშესთან ეკონომიკურ საკითხებში, ლუი ტულორჟთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

 თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთის ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქ ნანტთან და პარიზთან, რომელიც საქართველოს დედაქალაქის პარტნიორი ქალაქია, ასევე,  ქალაქ ბორდოსთან და სტრასბურგთან.

გამოითქვა სურვილი, სამომავლოდ კავშირების გაღრმავებისა და გამოცდილებების გაზიარების შესახებ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics