|
2026-04-24 12:07:30, 242 ნახვა
პოლიტიკა
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც ივნისის თვიდან სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა - სინდისის პატიმარი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის. ინფორმაცია ცნობილი გახდა მსჯავრდებულის ღია წერილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ მას "საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულის" სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე პოეტს ადრე არსებული ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეეცვალა. ზვიად რატიანი წერილით მიმართავს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და გლდანის ციხის ადმინისტრაციას. პოეტი მოითხოვს განემარტოს, რის გამო გაამკაცრეს მისი პატიმრობის პირობები. „6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა. საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი. ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი. მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი“ - ვკითხულობთ წერილში, რომელიც პოეტმა რატიანმა საპატიმროდან გამოგზავნა. ზვიად რატიანს ორწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა კვალიფიცირდა, როგორც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რატიანმა ეს ქმედება ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ ჟესტად ახსნა. პატიმრობამდე პოეტი საჯარო განცხადებებში აღნიშნავდა, რომ პროევროპული პროტესტის სხვა მონაწილეების დაპატიმრების ფონზე საკუთარ თავისუფლებას მორალურ დისკომფორტად მიიჩნევდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)