12:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:05:06, 536 ნახვა

საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და  კომპანია „მზის  ენერგიის კომპანიას“ შორის დადებული მემორანდუმი გარდაბნის  მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე  მზის პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით,  კონკრეტულად, ელექტროსადგურის  მშენებლობის  ტექნიკურ-ეკონომიკური  საკითხების შესწავლას, შემდგომში  მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზდებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

„მზის ენერგიის კომპანია“ „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში. Headwall Power International” კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით,  მსოფლიოში დიდი გამოცდილება  აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics