12:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 15:05:39, 492 ნახვა

საზოგადოება
დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო- მომარაგების  ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამუშაოების ღირებულება - 1 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 30-ამდე ადამიანია დასაქმებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics