|
2026-08-20 21:08:25, 246 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უპასუხოს რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმებს და მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა, იტყობინება „რია ნოვოსტი“. „ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს დიდ ყურადღებას და შესაბამის ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“. ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას რუსოფობიის გამოვლინების თავიდან ასაცილებლად და ქვეყანაში ჩამოსული რუსების სრულად დასაცავად. მისი თქმით, 2023 წლიდან რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 50%-ით გაიზარდა, დაახლოებით 1,6 მილიონ ადამიანამდე და ახლა ყოველი მეოთხე სტუმარი რუსეთის მოქალაქეა. ბრიფინგის დროს მარია ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა ქართული მხრიდან უნდა მოდიოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)