14:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-17 13:24:24, 244 ნახვა

სპორტი
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს

ივანიშვილის მთავრობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულად პრიზებს გასცემს.

"განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისთვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის - 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და დამატებით 50 000 ლარს. ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი.

სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი - 28 560 ლარს". - წერია ივანიშვილის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები იტალიაში 2026 წლის თებერვალში გაიმართა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 1, ვერცხლის მედალი აიღო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics