18:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 17:16:03, 249 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით

ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით

„გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-13 ყრილობა. საეტაპო ყრილობა იყო, ვინაიდან პარტია გადადის მოდერნიზაციაზე, განახლებაზე. იცით, რომ რამდენიმე ახალი ინიციატივაა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ შორის რეფორმების საბჭოს შექმნაზე ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, მათ შორის იქმნება გუნდი რომელიც დადებს სტრატეგიას პარტიის რეფორმირების და უახლოესი 6 თვის განმავლობაში პარტია ამ დოკუმენტს მიუბრუნდება ახალ ყრილობაზე.

ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის საქმიანობის წარმართვისთვის და ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები, პოზიციები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით. მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა, ყრილობაზე წარდგენილი იყო პოლიტსაბჭოს მინიმუმ 15 წევრის მიერ სხვადასხვა კანდიდატები ამ მმართველ საბჭოში, თუმცა საბოლოო ჯამში ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა რიგით პოლიტსაბჭოს წევრად. ამ ეტაპზე, მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით:

პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი“, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics