15:32 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-01 14:17:53, 267 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები.

“ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ყველა ამ მიღწევაში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა როლი, რომელთა სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სამუშაო პირობები, გავზარდეთ ანაზღაურება და განვამტკიცეთ სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურში, რაზე ზრუნვასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გეკა გელაძეს, სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს. თქვენი პატრიოტიზმი, ღირსება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ!”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics