|
2026-05-15 00:01:03, 8308 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ. ამის შესახებ გვარამიამ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, წარსული მხოლოდ მაშინ უნდა განიხილონ, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა. „მე ვერ ვაიძულებ მაგალითად „ლელოს“ და „გახარიას“ ალიანსში შემოვიდნენ. მგონია, უმძიმესი შეცდომა იყო 2025 და კიდევ უფრო მძიმე გახარიას პარლამენტში დაბრუნება. მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ღიად ვამბობ და, იმ ლოგოზე ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ აქ უნდა მივიღოთ ეს ხალხი. ამ ტიპის გარჩევების დრო იქნება ბიძინა რომ წავა მერე. Fair play-ის (სამართლიანი თამაში) შესაძლებლობა რომ იქნება სამართლიანი არჩევნების გზით, მაშინ გავარჩიოთ ეს ყველაფერი და წარსული“, – განაცხადა გვარამიამ. წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყველანი ერთად საერთო საარჩევნო სიას ნიშნავდეს, გვარამიამ დადებითად უპასუხა და აღნიშნა: „თუ ეს ყველაფერი იქნება ასე, იქნება საერთო სია“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)