|
2026-05-14 21:53:39, 8507 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
დიუშენის კუნთვოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 25-ე დღეა, რაც მთავრობის კანცელარიასთან ათევენ ღამეს. მოთხოვნა უცვლელია, თუმცა პასუხი ისევ არ არის. მშობლებს შვილებისთვის წამლის ყიდვაზე მთავრობა უარს ეუბნება. საქმეში ახლა ორასამდე ქართელი ექიმი ერთვება - მედიკოსების მმართველ ძალას საკუთარ მოქალაქეებთან ლაპარაკს და ბავშვების მკურნალობის საკითხის გადაჭრას სთხოვს. ექიმები ამბობენ რომ მმართველი ძალა იტყუება, როცა მედიკამენტების არაეფექტურობაზე საუბრობს. მედიკოსების განმარტებით, წამალი, რომელსაც მშობლები ითხოვენ, ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში გამოცდილია და კონკრეტული შედეგიც მოაქვს. ექიმების პეტიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც თითქმის 1 თვიანი პროდესტის მიუხედვად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშოვლბს, ირაკლი კობახიძე არ შეხვდა. მედიკოსების ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ დაუშვებელია და პასუხისმგებლობას ვერც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გაექცევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)