|
2026-05-12 10:22:53, 2156 ნახვა
პოლიტიკა
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
სვეტიცხოველში შიო III-ის ინტრონიზაციის პროცესი დაიწყო - სვეტიცხოველში დილიდან იკრიბებიან სასულიერო პირები, მრევლი და პოლიტიკოსები. ცერემონიალს ესწრებიან "ქართული ოცნების" ლიდერები და პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. სვეტიცხოვლის ეზოში და ეზოს გარეთ დამონტაჟებულია სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები. ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. 39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)