08:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 12:01:01, 464 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ნატო-ს კვირეული 2016 იწყება

ნატო-ს კვირეული 2016 4 აპრილს, ნატო-საქართველოს სახლახო დიპლომატიის ფორუმით დაიწყება.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილებას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ბენჟამენ ზიფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ფორუმზე სახლახო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ნატო-ს კვირეული 18 აპრილამდე გაგრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის: 2 დღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის; საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა; პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის; სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან; ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა უნივერსიტეტებში; 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა და სხვა. ასევე, საჯარო ლექციები, კონკურსები, კონფერენციები, დებატები, გამწვანების აქციების და სპორტული ღონისძიებები.

ნატო-ს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics