|
2026-03-23 09:29:39, 2389 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს
უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს. - ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მასშტაბური დრონით თავდასხმის, დაზიანდა საწვავის ავზები და პრიმორსკის პორტში ხანძრისგაჩნდა. Telegram-ის არხი Astra წერს, რომ თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. დროზდენკომ განაცხადა, რომ 22 მარტის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების მიერ, სავარაუდოდ, 35 დრონი განადგურდა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის თავზე. „პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია“. - თქვა გუბერნატორმა. პრიმორსკის პორტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ნავთობტერმინალია. უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკსა და სმოლენსკშიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)