06:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:25:43, 530 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 200 სახლი შეისყიდა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთით და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღი შეუძინა.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დევნილებმა თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად დევნილ ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.

სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ ილონა ბზიკაძესაც შეხვდა, რომელიც ამ დრომდე 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ხონში ნათესავის ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ ილონა ბზიკაძის ოჯახისათვის ხონის რაიონში კერძო სახლი და ხეხილის ბაღი შეისყიდა.

2012 წლიდან დღემდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 787 სახლი შეისყიდა, მათ შორის 200 კი იმერეთის რეგიონში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics