|
2026-02-21 17:51:27, 607 ნახვა
სლოვაკეთი უკრაინას საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება
სლოვაკეთი უკრაინას საგანგებო მნიშვნელობის მქონე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამაზე სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ ისაუბრა და თქვა, რომ თუ კიევი ორშაბათამდე არ უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სლოვაკეთში, ის ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას დაიწყებს. კერძოდ, მან უკრაინას სლოვაკეთში რუსული ნავთობის აღდგენის ტრანზიტის აღდგენის ვადად 23 თებერვალი დაასახელა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის კომპანიებს დაავალებს, იმავე დღეს შეაჩერონ უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდება. "თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება", - თქვა რობერტ ფიცომ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ თანხის გამოყოფას ბლოკავენ იქამდე, ვიდრე უნგრეთში დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)