|
2016-03-30 11:11:24, 535 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დოჰაში კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე 9ნფორმაციით, როგორც კატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში კატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება. როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი არსებობს და, შესაბამისად, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება. „საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ. კატარის სახელმწიფოში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებებით აქტიურად გაშუქდა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)