06:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 20:40:40, 1243 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განკარგულება №144 სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?" რეგისტრაციაში გაატარა.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი კომისიის 13-მა წევრმა დაუჭირა. კომისიაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს შევიდა სარეფერენდუმო, საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია, რომ რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი - "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?" 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო საკითხი და დაადგინა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს, რეფერენდუმის შესახებ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული წინადადება რეგისტრაციაში გაატარა.

სარეფერენდუმო საკითხის ინიციატორები არიან:  - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძი, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics