05:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 10:57:02, 576 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თინათინ ხიდაშელი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარ სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„დღევანდელი დღე, აღდგომა, პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა, ბედნიერი წელი ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომ საქართველოს სამხედრო ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურე, ყველა ჯარისკაცი გრძნობდეს თავს ამ შეიარაღებული ძალების ნაწილად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საქმით, ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ ის ტოლერანტობა, რომლის შესახებაც წიგნებში წაგვიკითხავს, ის სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რომელიც ისტორიის გაკვეთილებით გვისწავლია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, სამხედროებთან ერთად, ბუნებრივია, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ სომხებს, და ბედნიერ აღდგომას ვუსურვებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანესიანმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიაზე ტაძარში თავდაცვის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics