|
2016-03-27 10:44:18, 598 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სპორტული კლუბის წევრი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORSE-ის ავტომრბოლელი, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. შსს-ს ინფორმაციით, დათა ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღებს და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა, ამ თემასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შს სამინისტროს მხრიდან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და დამსწრე საზოგადოებას დათა ქაჯაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შსს-ს სპორტული კლუბის საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში სპორტული კლუბის ავტომობილები, დავით ქაჯაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული თასები და ავტომრბოლელის ასპარეზობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო არხებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. სპორტსმენის სპონსორად კი ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკი“ დასახელდა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)