|
2016-03-26 09:24:03, 568 ნახვა
საზოგადოება
დმანისის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მოხალისე ტრენერები დაბა დმანისის #1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ბულინგის შესახებ სამი ტრენინგი ჩაატარეს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგები ცალ-ცალკე ჩაუტარდათ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. შეხვედრები უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. სამიზნე ჯგუფის განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრენინგების შინაარსი და ფორმულირება შესაბამისად ინდივიდუალურად განისაზღვრა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი განხილვის პროცესში; ერთობლივად მუშაობდნენ პრობლემის გაანალიზებისა და გადაჭრის გზების ძიების საკითხზეც. პრობლემის აქტუალურობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების გააზრება განსაკუთრებულად მნიშნველოვანი აღმოჩნდა პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ტრენინგების დასასრულს დისკუსია გაიმართა ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და ამ პროცესის შეჩერების შესახებ. ტრენინგებს უძღვებოდნენ მოხალისეები - თეონა გედენიძე, ხატია ნადარეიშვილი და თამარ ჟვანია. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ დმანისის #1 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობას კვლავ ჩაატარებს. ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის სამიზნე ჯგუფი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მშობლები და პედაგოგებიც იქნებიან, კვლავ აქტიურად გაიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში თბილისის სკოლებშიც. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)