|
2025-12-01 12:48:34, 2664 ნახვა
ეკონომიკა
„წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები” - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას უზიარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმაზე კიდევ ერთი კურსი – „წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები ქსელურ მარკეტებთან“ - დაემატა. კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვის, FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ:
კურსს უძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი. კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის განათლების პლატფორმაა, რომელიც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა თემაზე - მარკეტინგზე, ფინანსებზე, გაყიდვებზე და სხვა თემებზე ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით. პლატფორმა მუდმივად ახლდება და იგი უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. კურსების გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)