|
2025-11-27 12:55:35, 2504 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების ორი სხდომა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 15 პირის პროცესი, რომლებიც ბრალდებულები არიან ღობის საქმეზე. მოსამართლეა ვალერიან ბუგიანიშვილი. საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების ორი სხდომა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ბრალდებულები არიან ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე. 4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში პროკურორები არიან: თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია. პროკურორი თამარ იაკობიძე იყო პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის: ლაზარე გრიგორიადისის საქმე, 5 ივლისის მოვლენების საქმეები, ანატოლი გიგაურის საქმე, საბა ჯიქიას საქმე. ბათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)