|
2025-11-25 20:25:14, 2153 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში საბანკო სესხების ლარიზაცია გაიზარდა - სებ
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 507.77 მილიონი ლარით (0.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით (1.21%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.64 მლნ ლარით (0.13%-ით) გაიზარდა. შედეგად სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მთლიანი პორტფელის 58%-ს მიაღწია. "რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.09 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.29%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19 %-ით ნაკლები) 2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52 მილიარდი ლარი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)