|
2025-11-20 15:02:02, 1509 ნახვა
სამართალი
ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი - მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს
მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს, - განცხადებას ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მზია ამაღლობელის განაჩენისა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას და შემაშფოთებელ ნიშანს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)