|
2025-11-15 11:09:28, 1264 ნახვა
სამართალი
ძიძამ 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა, იგი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)