03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:26:15, 550 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკოს განცხადებით, ჭარბი წამლისა და პროცედურის დანიშვნის პრობლემის შესამცირებლად, რეფორმები ხორციელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, სადაც საუბარია  პოლიპრაგმაზიის (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) შემთხვევებზე.
როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიპრაგმაზიის ფაქტების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო ცნობილი.
მისივე განმარტებით,  რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, გაუმართლებლად ჭარბი წამლისა და სამკურნალო  პროცედურის დანიშვნის პრობლემის შემცირებისკენაა მიმართული.
„საქართველოს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების წილი იყო ძალიან მაღალი. რიგი პირობებით 60%-მდე, ბოლო მონაცემებით კი 40%-მდე. ამას ორი მიზეზი აქვს: წამლის ფასები და სამედიცინო მოვლის ხარისხი, როდესაც ექიმი მაქსიმალურად გადაიზღვევს თავს იმისგან, რომ გამოწეროს ბევრი წამალი. ეს მედიცინაში ცნობილი ფენომენია და მას პოლიპრაგმაზია ჰქვია. ის რეფორმები, რაც მიმდინარეობს, აქეთკენ არის მიმართული. ბაზარზე კონკურენცია და ფასების შემცირება, რისი ტენდენციაც გამოკვეთილია. მეორეს მხრივ, ექიმის გადამზადება და სამედიცინო ხარისიხის მოვლის კონტროლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი და მძლავრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ეს პრობლემები მინიმუმდე იყოს დაყვანილი“, - განცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics