|
2025-11-12 15:54:46, 1492 ნახვა
სამართალი
აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას შიგანაგან საქმეთა სამინისტრო 19, 20, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ სადიგოვი 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით. მას პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა. გამომდინარე იქიდან, რომ სადიგოვს ამ შემთხვევაში ედავებოდნენ სამართალდამრღვევად ცნობამდე [23 ოქტომბრამდე] მომხდარ შემთხვევებს, ქმედება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ გადაიზარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა აღნიშნა, რომ შსს შეეძლო, რომ ეს საქმეები ხელოვნურად არ დაეყო და თუ აპირებდა, რომ მომდევნო დღეებზეც შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი, გაერთიანებულად მიემართა სასამართლოსთვის. „ყოველდღე ვიყავი აქციაზე, გზა გადამიკეტია. ამის შემდეგაც ყოველდღე გავალ აქციაზე. საქართველოს კანონმდებლობას პატივს ვცემ, მაგრამ დიქტატორი ივანიშვილის კანონებს ვეწინააღმდეგები“, - თქვა სადიგოვმა სასამართლო პროცესზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)