|
2025-11-12 11:52:08, 1385 ნახვა
სამართალი
სუს-ის ცნობით, აღმოაჩინეს ჩატაევის იარაღის სამალავი, საიდანაც საბრძოლო მასალა ამოიღეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღმოაჩინეს ჩატაევის დაჯგუფების იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. “ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის - ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები”. - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ახმედ ჩატაევის ჯგუფის წიანაღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ორი პირი სპეცრაზმელებმა მოკლეს, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)