|
2025-11-07 17:18:33, 1389 ნახვა
სამართალი
რეჟიმის სასამართლომ გზის გადაკეტვის ბრალდებით, ორი პენსიონერი ციხეში გაუშვა
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა. შშმ პირის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პატიმრობას გამორიცხავს. იოსებ ხეოშვილის წინააღმდეგ შსს-მ სულ ხუთი საქმე აღძრა, საქმეების განხილვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოსამართლესთან გაიმართა. ის ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 5 000 ლარით - ჯამში 10 000 ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი. იოსებ ხეოშვილი მარტოხელაა, ჰყავს მხოლოდ დეიდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს. გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე აქციების აქტიურ მონაწილეს, 76 წლის გურამ ქუხილავას, გზის გადაკეტვის საბაბით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ იშუამდგომლეს, რომ მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყო, რაც თორნიკე ქოჩქიანმა არ გაიზიარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)