12:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 12:30:11, 610 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიურ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა - ბანკი გახდა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ ჯამში ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო.

“ციფრული პროდუქტების განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ხედვა სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. შედეგად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ციფრულ არხებში განვავითაროთ ის პროდუქტები და სერვისები, რომელთაც აქამდე მომხმარებელი ფილიალში იღებდა. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, მილიონობით მომხმარებელს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ,“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

Global Finance-ის გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Human Rights Watch -ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics