აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

" />
03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 17:55:18, 572 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ რექტორის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ხალვაშთან ერთად, 2015-2016 წლებში უნივერსიტეტში მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ახალი კორპუსის განახლებული მე-4 და მე-5 სართული დაათვალიერს. ასევე მოინახულეს პროფესიული პროგრამის ფარგლებში აღჭურვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, განახლებული ბიოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები , იურიდიული კლინიკა, განახლებული სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორიისა და სტუდენტებისათვის მოწყობილი თავისუფალი სამუშაო სივრცეები.

სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისათვის აჭარის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი კეთილმოეწყობა ახალი კორპუსის 5-ვე სართული, სასწავლო და სამეცნიერო ფართები და ფასადი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics