02:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 10:36:36, 515 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 11:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გააცნობს.

სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics