02:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 14:27:59, 528 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ჩიტაიას N23-ში, წინამძღვრიშვილის N41-ში, გრემის N7-სა და ნათიშვილისN7 -ში საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, გამაგრდება სახლის საძირკველი, კედელი მოიჭიმება ლითონის ბადით. სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 249 029 ლარს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 10%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 50 ოჯახი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონში,ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს 80 მისამართზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics