www.1505.ge კითხვარების შევსება გრძელდება.

 

" />
01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 12:32:04, 639 ნახვა

საზოგადოება
ლიკა ჭუმბურიძე: განვითარებული პირველადი ჯანდაცვა ჯანსაღი ცხოვრებისა და პაციენტზე ზრუნვის საწინდარია

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში საკონსულტაციო კომპანია გლობალური ალიანსი” ეხმარება. მათი მორიგი ერთობლივი სოციალური ინიციატივაა  რა გაწუხებთ?”  პროექტის მიზანია, მოსახლეობის გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით და მათი პრობლემებისა და საჭიროებებიდააფიქსირება. ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში 16 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ვებ-გვერდზე www.1505.ge კითხვარების შევსება გრძელდება.

გამოკითხვის შუალედური შედეგებიდან გამოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

„Inova health care“-ის  საოპერაციო დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე. მას მიაჩნია, რომ ამ რგოლის განვითარება ხელს შეუწყობს დაავადებების ნაადრევ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის  გაუარესების  პრევენციას:

ყველაფრის საწინდარი არის პირველადი ჯანდაცვა, პაციენტისთვის დროული დიაგნოზის დასმა. თუკი პირველადი რგოლი იქნება აწყობილი და სწორად გამართული, ეს საშუალებას მოგვცემს, მეორად რგოლზე, სტაციონარულ სისტემაში სახელმწიფომ დაზოგოს დიდი თანხა და მკვეთრად გაიზარდოს მკურნალობის ხარისხი. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ხელს შეუწყობს ამჟამად არსებული ტენდენციის შეცვლას: უფრო რთულ სტადიებზე გამოვლენილ დაავადებები საწყის ეტაპზევე გამოვლდება. პაციენტს შეუძლია თავისი პაკეტით, დაფინანსების ფარგლებში, წელიწადში ორჯერ ამბულატორიაში უფასოდ გაიკეთოს გამოკვლევა. ასეთ დროს რისკი, რომ დაავადება  გართულებულ სტადიაზე გამოვლინდება, საგრძნობლად იკლებს”.

ლიკა ჭუმბურიძემ ამბულატორიული სისტემის გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

,,პარალელურად, უნდა მოხდეს ამბულატორიული სისტემის განვითარება.ჩემი აზრით, სტაციონარულ სექტორზე რა დაფინანსებაც მიდის, ნაწილი უნდა გადვიდეს ამბულატორიულ სექტორში და მის განვითარებას მოხმარდეს. ეს ყველაფერი ერთად გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. მსოფლიო პრაქტიკა დასტურებს, რომ პირველადი ჯანდაცვა ჯანსაღი ცხოვრებისა და პაციენტზე ზრუნვის საწინდარია”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics