01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 19:18:26, 530 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა შეხვედრისას ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სთავაზობს ბიზნესს. საუბარი ასევე შეეხო DCFTA -ის იმპლემენტაციის პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს  ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics