23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:34:46, 525 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტს დამატებით 58 მრავალფუნქიური პრინტერი გადაეცა. 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა  ადგილობრივ თვითმმართველობებში".

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი,  ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.

პროექტის რეალიზების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონული ფორმატით გაიცემა. აღნიშნული სისტემების დანერგვის შედეგად, გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,  მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი  უფრო გამჭვირვალე გახდება.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" - ფინანსური მხარდაჭერით და ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტს  ჯამში  155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics