|
2016-03-19 15:38:48, 697 ნახვა
საზოგადოება
„გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის რეპეტიციას დაესწრნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის რეპეტიციას დაესწრნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ინიციატივით გაიმართა. შესრულდა კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ბენეფიციარებს კომპოზიტორების შესახებ გაესაუბრა და მათი შემოქმედება გააცნო. გარდა ამისა, გოგონებმა მოისმინეს საინტერესო ამბები კლასიკური მუსიკის ისტორიიდან. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის, 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. „გოგონათა კლუბი“ იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია გოგონებმა თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცებტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა მოზარდებში სამართლებრივი, სამოქალაქო და კულტურულ-შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)