|
2016-03-19 10:53:50, 553 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დავით ნარმანია წყალბურთში მერიის თასის გათამაშების გახსნას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია წყალბურთში მერიის თასის გათამაშების გახსნას დაესწრო. გათამაშება თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა წყალბურთის 6 გუნდის 78-მა მონაწილემ მიიღო. "თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ ტურნირს და ყველა მსგავს ღონისძიებას, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ ცხოვრებასთან. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ტარდება ასეთი მასშტაბის ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს",- განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ინფორმაციით, გუნდები დაკომპლექტებულია 2003 წელს ზემოთ დაბადებული სპორტსმენებით. ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულ გუნდს მერიის თასი, მონაწილეებს კი მედლები და სიგელები გადაეცემათ. აღნიშნული ტურნირის მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია. ტურნირი საცურაო აუზ „ტონუსის“ ბაზაზე გაიმართა, რომლის მომსახურებით თვეში 700-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამასთან, აუზი უფასოდ 200-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს ემსახურება, რომელთა მომსახურების ხარჯებსაც თბილისის მერია სრულად ფარავს. ასევე, აუზის ბაზაზე ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2016 წლის რიოს სპორტული თამაშებისთვის ემზადება. სპორტსმენების მომზადების ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. 2015 წელს განხორციელდა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)