22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 09:37:25, 526 ნახვა

საზოგადოება
კამპანია "ეს შენ გეხება" დღეს აქციას გამართავს

კამპანია „ეს შენ გეხება“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 13:00 საათზე, ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.

კამპანიის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არცერთი ჩვენგანის პირადი ცხოვრება არ არის დაცული.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ჩვენგანის, მათ შორის არც შენი, პირადი ცხოვრება არ არის დაცული", - აღნიშნავენ კამპანიის წარმომადგენლები.

"ისევ ავრცელებენ ძველ კადრებს და გვითვალთვალებენ, რომ მომავალში გაავრცელონ. ჩვენ გვინდა, რომ სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება, გვინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევცვლით. თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, თუ არ გაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, თუ არ გინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასე აშანტაჟებდნენ", - წერია კამპანიის ბროშურაში, რომელსაც წარმომადგენლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ.

ცნობისთვის, 2012 წელს მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წყალობით შეიქმნა თანასწორი საარჩევნო გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics