22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 13:52:05, 513 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბოუსქეთს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ატაშეს,  ალვარო ორტეგას და ევროკიმისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სამეზობლო პროგრამის  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD- I)ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დაექსტენციის სისტემის,  მათ შორის მობილური ექსტენციის სერვისის შემუშავების მნიშვნელობაზე.

 დანელიამ მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა დახაზგასმით აღნიშნა, რომამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს  ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრაზე  საუბარიასევე შეეხო ENPARD II-ის ფარგლებშისოფლის განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ  ამ მიმართულებით სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ  უკვე მოამზადა სოფლის განვითარების კონცეფცია, რომელიც კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, გადაგზავნილია სხვასამინისტროებში.

შეხვედრაზე მეთიუ ბოუსქეთმა  სამინისტროს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა,  რომ უკვე დაწყებულია ENPARD III - ის  (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის)ფორმირება და მინისტრს  საბიუჯეტო დახმარების ნაწილში ძირითადი კომპონენტების წარდგენა სთხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics