|
2016-03-18 13:08:05, 490 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაუნის სინდრომის კვირეულს უმასპინძლეს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენა დაათვალიერა. გამოფენაზე 26 ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენის დათვალიერების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდასაჭერად, „მზის შვილების“ სიმბოლოდ ქცეული ფერადი წინდებით ფოტო გადაიღო. კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენასთან ერთად, კონფერენციაც გაიმართა, რომელზედაც დაუნის სინდრომის მქონეთა პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენციას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაუნის სინდრომის კვირეული 13-21 მარტს აღინიშნება. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. წლევანდელი საერთაშორისო სლოგანია „ჩემი მეგობრები − ჩემი გარემოცვა“ − ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)