22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 12:10:42, 539 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 80 მისამართზე მიმდინარეობს,  აქედან   ბრტყელი და  ქანობიანი  სახურავის შეკეთების მიზნით , 30  ობიექტზე სამუშაოები ტარდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, რაიონის   გამგებელმა  ზურაბ ჩიკვილაძემ დ.აბაშიძის ქ.N9-ში მცხოვრებ  მოსახლეობას  შეხვდა  და  სამუშაოების მიმდინარეობით  და მათი  პრობლემებით დაინტერესდა.

„საცხოვრებელი   სახლის  სახურავების  გადახურვის  პრობლემა  ჩუღურეთის  რაიონში  დიდი  ხანია  დგას, რაც განპირობებულია,  როგორც  სუბიექტური, ასევე  ობიექტური  მიზეზებით. შენობების უმეტესობა  არის  ძველი, თუმცა სახურავები   მრავალი  წელია  არ   შეკეთებულა. სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რის შედეგადაც გამგეობა გასაწევი სამუშაოს ღირებულების  80%-ს აფინანსებს.  ცხადია, რომ  მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აღნიშნული მისამართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ  წერილობით მოგვმართა.  საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ.“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დ.აბაშიძის ქ.N9-ში  სახურავების შესაკეთებლად 28 160 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა სახურავის დამჭერი ხის მასალა და მოხდა თუნუქის სახურავით გადახურვა. აღნიშნულ მისამართებზე 17 ოჯახი ცხოვრობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 30  საცხოვრებელი სახლის, ჯამში 9 ათას 50 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 252 ათას 750 ლარი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 314 განცხადება არის შესული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics